არჩილ თალაკვაძე: ოპტიმიზმი ეფუძნება არა განწყობებს, არამედ კონკრეტულ მიღწევებს

მატერიალურ ოპტიმიზმთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ოპტიმიზმი ეფუძნება არა განწყობებს, არამედ კონკრეტულ მიღწევებს, რომელიც აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
თალაკვაძის თქმით, ქვეყანაში რამდენიმე საწარმო გაიხსნა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
“ეს არის კონკრეტული განვითარების გეგმა, სადაც წერია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ვაპირებთ განათლების სისტემის შემდეგ რეფორმირებას და უფრო მეტად ორიენტაციას საბაზრო ეკონომიკაზე, დასაქმებაზე. ვაპირებთ ეკონომიკური ბლოკის რეფორმებს, რომელსაც მხარი პარლამენტში უკვე დავუჭირეთ”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება. ასევე აანონსებს, რომ მომავალში ერთიანი ბიზნეს სივრცის პროექტი განხორციელდება, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს. მისი თქმით, იგეგმება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, ჩნდება ახალი სატრანზიტო შესაძლებლობები.
„ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი ხელისუფლება. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც გუშინდელ დღეზე ფიქრობს მხოლოდ. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლიც ფიქრობს მომავალზე,“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები