პუტინის ინფორმაციით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სირიაში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
წყაროს ცნობით, პუტინმა ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„რამდენიმე საათის წინ მოვიდა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია. ამ შეთანხმების ხელმოწერაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. ხელმოწერილია სამი დოკუმენტი, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ასე ველოდით”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პირველი დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს, მერე მისი შესრულების მექანიზმების შექმნას, ხოლო მესამე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას.
სერგეი შოიგუს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 30 დეკემბრიდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები