საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ჟურნალისტების ანაზღაურების გაზრდას გეგმავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ჟურნალისტების მოტივაციის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მათი ანაზღაურების გაზრდას გეგმავს. მჭედლიშვილი განვითარების სრულ კონცეფციას საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტელევიზიაში ინფრასტრუქტურული ცვლილებები და განვითარება იქნება.
“საზმაუწყებელში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მეოთხე სართული ჩემთვის იყო შოკი. 70-იანი წლების იატაკი და კედლებია დარჩენილი. სამწუხაროა, რომ ათეულობით მილიონი ლარი იყრება. პირველი არხის ჟურნალისტები კიდევ კარგად მუშაობენ, რადგან ასეთ პირობებში როგორ უნდა მოსთხოვო უფრო კარგად მუშაობა, არ ვიცი. ჩემი გეგმა შეეხება, როგორც ჟურნალისტების მოტივაციის გაუმჯობესებას, შესაბამისად, ანაზღაურებას, ასევე კონტენტში ახალი ცვლილებების შეტანას, ტექნოლოგიების დანერგვას და ა.შ.“,- აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თავისი გეგმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გაყიდვასა და ახალი თანამედროვე შენობის აშენებასაც არ გამორიცხავს, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის ნორმალური საშუალება ექნებათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის შესარჩევ კონკურსზე განაცხადი 15-მა ადამიანმა გააკეთა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა მომავალი წლის 6 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები