დავით სერგეენკო: ოპტიმიზაცია არ ნიშნავს, რომ ხალხი ქუჩაში გავყარო

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განმარტებები საკადრო პოლიტიკის გატარებაზე გააკეთა. სერგეენკო აცხადებს, რომ ოპტიმიზაცია ხალხის სახლებში გაშვებას არ ითვალისწინებს.
“ოპტიმიზაცია, ნებისმიერი განმარტებით, ნიშნავს ისეთი კომპლექსური ღონისძიებების მიღებას, პროცესების გააქტიურებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არსებული რესურსის ფარგლებში, უკეთესი შედეგები მიიღო, ან შემცირებული რესურსებით მინიმუმ იგივე შედეგები შეინარჩუნო. ყველა სამინისტროს თავისი ტაქტიკა აქვს. ზოგი მიდის კადრების შემცირებისკენ, ზოგს – სხვა მიდგომა აქვს. ნებისმიერი კორპორაცია, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება, რა თქმა უნდა, აკონტროლებს მუშაობის ხარისხსა და შედეგებს. არსებული სისტემით, ეს ხდება ერთგვარად დიფუზურად. განაწილებულია დეპარტამენტების მოადგილეებისა და მინისტრის დონეზე, თუმცა სამინისტროს აპარატს ამის ფუნქცია აქვს და წესდებაშიცაა გაწერილი.
საუბარია არა ახალი სამსახურის შექმნასა და თანამშრომლების აყვანაზე, არამედ არსებული სისტემის, რომელიც აკონტროლებს თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობას, უფრო კონსოლიდირებულად ამუშავებაზე, რადგან ახალ გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებით დავუპირისპირდეთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები