თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ჯერ არ გვქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

“თავის დროზე, როცა ეს ცვლილებები შევიდა, ეს იყო დეტალურად შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გარკვეული ნორმები იყო შეუთავსებელი კონსტიტუციასთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩუგოშვილი იმ ცვლილებებზე აკეთებს აქცენტს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაიდო და თავიდანვე ვენეციის კომისიასთან იყო შეთანხმებული.
“ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გამოქვეყნებული არის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და ჩვენ მალე ჩაგვბარდება მთლიანი გადაწყვეტილება. ვნახავთ, როგორია საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთება.
თავის დროზე, როცა ეს ცვლილებები შევიდა, ეს იყო დეტალურად შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გარკვეული ნორმები იყო შეუთავსებელი კონსტიტუციასთან. ჩვენ გავეცნობით გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით, რა შენიშვნებიც არის მოცემული დასაბუთებაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, პარლამენტი კიდევ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში თუ არა“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. პარლამენტის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში მიღებული ცვლილებები, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები