რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – „ტუ-154“-ის ბორტზე აფეთქება არ მომხდარა

“შავ ზღვაში ჩავარდნილი „ტუ-154“-ის ბორტზე აფეთქება არ მომხდარა”, – ამის შესახებ „ბი ბი სის“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს.
უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს “შავი ყუთების“ გაშიფვრის შედეგად გახდა ცნობილი.
ამასთანავე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავზე მომხდარი ტერაქტის ვერსია „ჯერ კიდევ განიხილება“, თუმცა ის „ძირითადი არ არის“. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფრენის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სერგეი ბაინეტოვმა.
როგორც ამავე პრესკონფერენციაზე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, „ტუ-154“ის კატასტროფის ოფიციალური მიზეზი სამივე „შავი ყუთის“ გაშიფვრის შემდეგ გამოცხადდება. მისი თქმით, ამას დაახლოებით 30 დღე დასჭირდება.
სოკოლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა, რომელიც, სავარაუდოდ, ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. კონკრეტულად რამ გამოიწვია ხარვეზი, ამას ექსპერტები დაადგენენ“, – განაცხადა სოკოლოვმა.
ცნობისთვის, რუსულმა „ტუ-154“-მა, რომელიც სოჭიდან სირიაში მიფრინავდა, შავ ზღვაში კატასტროფა 25 დეკემბერს განიცადა. მის ბორტზე მყოფი 92 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები