დავით ნარმანია თაღლითობისთვის დაკავებულთა საკითხს გამოეხმაურა

თბილისის მერი დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის ზონაში ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებული პირების საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოს განაჩენის შემდეგ მიიღებს.
“ჩვენ ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას და შესაბამისად მოვიქცევით. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოები თავისი დღის წესრიგით მუშაობენ და ჩვენ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად მოვიქცევით. თუ ვინმეს რამე დამატებით ეკუთვნის გაირკვევა, თუ ვინმეს რამე დააკლდა, ესეც გაირკვევა, ასე რომ დაველოდოთ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ორი ადვოკატი, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები