“ვიზალიბერალიზაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს უნდა შევთავაზოთ”

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ვიზალიბერალიზაცია – ეს მოსალოდნელი, ძალიან ხელშესახები სარგებელი, რომელიც ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება გარკვეულ პროცედურებს. ჩვენ გვაქვს ხედვა, გეგმები, რომ ეს მაქსიმალურად მოქნილი და ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი იმ პირობებში მცხოვრებთათვის, რომლებსაც, ფაქტობრივად, უწევთ გამკლავება მავთულხლართებთან, რადგან მავთულხლართები გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ უშუალოდ იმ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. აუცილებად გვინდა, შევთავაზოთ ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე სარგებელი, ანუ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და არა მხოლოდ – ასევე, ძალიან ბევრი სარგებელი, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, უკავშირდება განათლებას, ჯანდაცვას, უკეთესი მომავლის პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები