ფილიპინების პრეზიდენტი – ხალხს ვერტმფრენიდან ვყრიდი და მომავალშიც გადმოვყრი

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ ის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერტმფრენებიდან გამოყრის. დუტერტეს თქმით, მას დანაშაულთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვს, რომელთაც მომავალშიც გამოიყენებს.
„ქალაქ დავაოს მერად მუშაობის პერიოდში, მე ბავშვის გამტაცებელი ვერტმფრენიდან გადმოვაგდე. თუ ჩინოვნიკი კორუფციაში ვამხილე, მასაც ასევე მოვიქცევი“, – განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.
დუტერტემ განაცხადა, რომ მისი ანტინარკოტიკული და ანტიკორუფციული პროგრამა პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები