პრემიერი: კიდევ 1700-მდე დევნილ ოჯახს, ასევე ეკომიგრანტებს ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მონაცემებით, უკვე 13 700-მდე დევნილ ოჯახს და 300-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი, სახლები”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2017 წელს მათთვის საცხოვრებლის გადაცემის პროცესი გაგრძელდება და კიდევ 1700-მდე დევნილ ოჯახს, ასევე ეკომიგრანტებს გადაეცემათ ფართები საკუთრებაში.
გიორგი კვირიკაშვილი სპორტის მიმართულებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2016 წელი ძალიან წარმატებული იყო ქართული სპორტისთვისაც.
„სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩვენმა სპორტსმენებმა 844, მათ შორის, 7 ოლიმპიური მედალი მოიპოვეს. ამასთან, ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და 2017 წელს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიხსნება 20 სპორტული მოედანი – 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო. თელავში, გორსა და ბათუმში გაიხსნება მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები. მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა არაერთ მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის, 2017 წლის ზაფხულში გაიმართება რაგბიში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი და ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ასევე, ჭადრაკში მამაკაცთა შორის მსოფლიო თასი“, -ნგანაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები