ვახტანგ ძაბირაძე: არანაირი პრობლემა არ მაქვს მარგველაშვილთან, მაგრამ ვის ებუტება, არ მესმის

“პრეზიდენტს შეეძლო, მისი წარმომადგენელი ყოფილიყო კომისიაში და უარის ნაცვლად, მონაწილეობა მიეღო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
ძაბირაძისთვის პრეზიდენტის პროტესტი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გაუგებარია. კონსტიტუციონალისტი თვლის, რომ მარგველაშვილს წარმომადგენელი უნდა ჰყოლოდა კომისიაში.
„რამდენიმე თანათავმჯდომარე საკონსტიტუციო კომისიაში სრულიად აბსურდი მგონია, პრეზიდენტს უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი კომისიაში, რომ მისი პოზიცია გაეხმოვანებინა. თუ რაიმე ექნებოდა განსხვავებული, ჩაეტარებინა ბრიფინგი. არანაირი პრობლემა არ მაქვს მარგველაშვილთან, მაგრამ ვის ებუტება, არ მესმის“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები