ვახტანგ ძაბირაძე: სააკაშვილისა და ბოკერიას ფრთას შორის შერიგება გამორიცხულია

„ნაციონალების“ დაპირისპირება იმ დონეზე მივიდა, რომ ერთიანობის შენარჩუნება იქნება შეუძლებელი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
ძაბირაძე თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანობის შენარჩუნება გამორიცხულია. ძაბირაძე ასევე ვარაუდობს, რომ ყრილობაზე მხარდაჭერა სააკაშვილს ექნება.
„როგორც ჩანს, უფრო ძლიერია და ყრილობაზე დელეგატთა რაოდენობა სააკაშვილის მომხრეებისა მეტია, ამიტომ ყრილობაზე მხარდაჭერა ექნება სააკაშვილს და არა ბოკერიას და მის გუნდს.
გარიცხვით შეიძლება არ გარიცხონ, მაგრამ ამის შემდეგ თუ დარჩებიან პარტიაში, არ ვიცი. ვერ გეტყვით, რომ ახლა რაიმე რეიტინგი აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სულ აღარ ექნებათ. ჩემი მოსაზრებით, ისინი უნდა წამოვიდნენ პარტიიდან და შექმნან ახალი პოლიტიკური გაერთიანება. სხვა შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსები, განადგურდებიან.
ესაა შიდაპარტიული დაპირისპირება, თორემ ცოტა ხანში შესაძლოა, თავის გუნდსაც აღარ მოუნდეს სააკაშვილი”, განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები