ჩინეთში მომხდარ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, სინძანის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„რამდენიმე ტერორისტი ავტომანქანით კომუნისტური პარტიის ოფისის ეზოში შეიჭრა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ყველა მათგანი უსაფრთხოების ძალებმა გაანადგურეს“, – განუცხადეს „როიტერს“ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ცნობისთვის, ჩინეთის სინძანის პროვინციაში ჩინელებს და ადგილობრივ მუსულმანებს – იუგურებს შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ ფაქტების უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები