“ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა”

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, – აღნიშნული განცხადება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
”ამ მიმართულებით საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. დაწყებულია მუშაობა შესაბამის კანონპროექტებზე. ამაზე აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად, ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში სათანადო შედეგით დასრულდება ეს პროცესი. თუ როგორ სახეს მიიღებს ჯერჯერობით არ ვიცი, რადგან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაიხედება ჩვენი ნარკოპოლიტიკა”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები