იაშვილის კლინიკა პაციენტ ანასტასია ზაალიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

”სოციალურ ქსელებში პაციენტ ანასტასია ზაალიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა იაშვილის კლინიკაში მას არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა, სიმართლეს არ შეესაბამება“ – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებას
”კვირა” უცვლელად გთავაზობთ: ”სოციალურ ქსელებში პაციენტ ანასტასია ზაალიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა იაშვილის კლინიკაში მას არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტზე ჩატარებული ყველა ტიპის სამედიცინო მანიპულაცია იყო სასიცოცხლო ჩვენებით აუცილებელი და მაღალი სამედიცინო სტანდარტით განხორციელებული. 2 წლისა და 8 თვის ანასტასია თურქეთში მკურნალობის კურსს იმავე დიაგნოზით და იგივე გეგმით განაგრძობს, რაც მას ჩვენი კლინიკის ექიმების მიერ ჰქონდა დანიშნული. მ. იაშვილის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და ”სოლიდარობის ფონდმა” დღეს თურქეთის MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც თურქი კოლეგები პაციენტის მკურნალობის სქემას დეტალურად აღწერენ და განმარტავენ, რომ თბილისში ჩატარებული მკურნალობა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის და დიაგნოზის გათვალისწინებით იყო დროული, მართებული და აუცილებელი.
ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნეიროქირურგიული მანიპულაცია (შუნტირება) ჩატარებული იყო სწორად და იაშვილის კლინიკაში ჩადგმული შუნტი MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალშიც კარგად ფუნქციონირებდა. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო ანასტასიას გამოჯანმრთელებას უსურვებს”, – ნათქვამია ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ანასტასია ზაალიშვილის ბებია თინათინ ჯავახიშვილი რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში წერდა, რომ ”მედიკალ პარკის” ექიმები გაოცებულები და შეშფოთებულები იყვნენ საქართველოს ექიმების ნამოქმედარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები