“საზმაუს“ გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სურვილი 15-მა კანდიდატმა გამოთქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სურვილი 15-მა კანდიდატმა გამოთქვა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით, ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, თინათინ ბერძენიშვილმა, დავით ცინცაძემ, მანანა ღოღობერიძემ რამაზ სამხარაძემ, თამაზ ბიბილურმა, ნათია კუპრაშვილმა და მარგარიტა დოლიძემ მიმართეს. შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბარათაშვილი აღნიშნული პოსტიდან გადადგა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები