საფრანგეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ახალი წლის ღამეს ტერაქტს გეგმავდა

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მამაკაცი დააკავა, რომელიც ახალი წლის ღამეს ტერაქტს გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
კიდევ ორი პირი ქალაქ ტულუზაში დააკავეს, ისინი თავდასხმებს პოლიციის თანამშრომლებზე გეგმავდნენ. საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის საკმაოდ მაღალი დონეა შენარჩუნებული. უსაფრთხოების ზომებს შობის დღესასწაულებზე 91 ათასი პოლიციელი, ჟანდარმი და სამხედრო უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები