სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

 

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ჯანდალ ალ ქუვეითი მოკლეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
როგორც სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრში განაცხადეს ალ- ქუვეითი სირიის სოფელ ჯაბართან მოკლეს, სადაც ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.
სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ „სირიის თავისუფალი არმიის“ პოზიციებზე რამდენიმე შეტევა განახორციელა, თუმცა წარუმატებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები