პრეზიდენტის მრჩეველი მოხის საჯარო სკოლაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი სოფელ მოხიში პრეზიდენტის დავალებით ჩავიდა და საჯარო სკოლის მუსლიმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ორი დღეა სკოლაში საპროტესტო აქციებს მართავენ.

როგორც მოსწავლეებმა სოფიო შამანიდს განუცხადეს, დირექტორის მხრიდან მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებით დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათი დისკრიმინაციაა.

სოფიო შამანიდი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორსაც შეხვდა.

ერთი მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა სოფიო შამანიდთან შეხვედირს შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მეორე მხრივ კი, სკოლის დირექტორმა სოფიო შამანიდს აღუთქვა, რომ მსგავს ინციდენტებს სკოლაში ადგილი აღარ ექნება.

„ძალიან სასიამოვნო ტენდენცია შევნიშნე აქ, მოხეში, რომ სკოლის მოსწავლეებს შეძლებიათ საკუთარი უფლებების თავად დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს მე შევხვდი ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე ჭკვიან ახალგაზრდებს. მეტიც, ისინი კონსტიტუციით მესაუბრნენ, ისინი იცნობენ საქართველოს კონსტიტუციას და იციან საკუთარი უფლებების შესახებ და შეუძლიათ კარგად დააფიქსირონ პოზიცია“, – აღნიშნა სოფიო შამანიდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები