“ქვეყანაში ძალიან ბევრი ბავშვია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“

„კავკასიონის ენერგიის ხელმძღვანელი“ ლიკა ბებურიძე საზოგადოებას ტრავმირებული ბავშვების და მოზარდების მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ლიკა ბებურიძე თვლის, რომ უნდა ხდებოდეს მასიურად სუიციდის შემთხვევების პრევენცია.
„ჩვენ ასეთ ბავშვებს ვუწევთ ფსიქოლოგიურ დახმარებას და რასაკვირველია ეს მონაცემები ანონიმურია, ამ ბავშვებს ვუტარებთ ასევე კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ვთხოვ პრესას, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს ამ ბავშვების პროგრამები. მე დღემდე ვმუშაობ ენთუზიაზმით, თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს არც ოფისი და არც ელემენტარული პირობები ამ ბავშვებთან ურთიერთობისთვის,“ – განაცხადა ლიკა ბებურიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები