დედაქალაქში ელექტროძრავიანი ტაქსებისთვის პარკირება უფასო იქნება

“დედაქალაქში ელექტროძრავიანი ტაქსებისთვის პარკირება უფასო იქნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების წახალისების მიზნით მიიღო.
მუმლაძის განცხადებით, დღეისთვის თბილისში დაახლოებით 50-მდე ერთეული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებაა, ორმა კერძო კომპანიამ კი გამოთქვა სურვილი, ელექტროძრავიანი ტაქსებით მომსახურება განახორციელოს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროძრავიანი ტაქსების დამუხტვისათვის ლოკაციის ადგილები გაჩნდა, კომპანიებმა ადგილების გამოყოფის თხოვნით მოგვმართეს. შეიქმნება ტაქსების კომპანიები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ მგზავრებს. ამის მოთხოვნა უკვე გაჩნდა და ვმუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, არსებობს კომპანია „ჯინო ფერედაისი“, რომელმაც მომართა მერიას, რამდენიმე ადგილის შერჩევა მოხდა და განაცხადია შემოტანილი. კომპანიას სურვილი აქვს იჯარით გადაეცეს ეს ტერიტორიები, რათა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებით განახორციელოს მგზავრთა მომსახურება“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები