ისნის რაიონის მოსახლეობას გაზი ავარიულად შეუწყდა

ისნის რაიონის ნაწილს დღეს გაზი ავარიულად შეუწყდა. კერძოდ, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, კომპანია „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, ჩოხელის, ასევე მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს: შპს “ელიტა-ბურჯი“, №85 საჯარო სკოლა, სპორტკომპლექსი „შევარდენი“, ისანი-სამგორის პოლიციის მე-3 განყოფილება, გაზგასამართი სადგური „სოკარი“, შპს „განახლება“, შპს „ქაღალდი პლიუსი“ და მიმდებარე მცირე კომერციულ ობიექტებს 11:00 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
როგორც ”კვირას“ შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, გაზის მიწოდება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები