“შავნაბადაში“ სასწავლო პროცესი ჩაიშალა – სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, წულაძის ქუჩაზე მდებარე სკოლა-გიმნაზიაში “შავნაბადა“ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამის მიზეზი, ის ფაქტი გახდა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მილი გასკდა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახურები. მომხდარი ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის ძლიერი სუნი დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები