ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისათვის შეფერხებულია.
როგორც “კვირას“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, ადგილზე იმყოფება მძიმე ტექნიკა და ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“მეწყერი დღეს დილით დაახლოებით 9:00 საათზე ჩამოწვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. საკმაოდ დიდი მასაა ჩამოწოლილი. ადგილზე იმყოფება მძიმე ტექნიკა და ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს“,- განუცხადა “კვირას“ დავით დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები