ალექსანდრე ჯეჯელავა: სამინისტროში ზოგიერთი განყოფილება და მიმართულება დაიხურა, ზოგიერთს კი რესურსი გაეზარდა

“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგიერთი განყოფილება და მიმართულება დაიხურა, ხოლო ზოგიერთს რესურსი გაეზარდა”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ოპტიმიზაციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, იგეგმება რესურსცენტრების გაძლიერება.
”ჩვენ გადავწყვიტეთ, საფუძვლიანად გადაგვეხედა სტრუქტურისთვის. ზოგი მიმართულებით კონკრეტული განყოფილებები და თავად მიმართულებებიც კი დავხურეთ, თუმცა ზოგი მიმართულებით რესურსი გავზარდეთ . მაგალითად, რესურსცენტრებს ვაძლიერებთ. მეტი თანამშრომელი ეყოლებათ განათლების მიმართულებით და ნაკლები თანამშრომელი გვეყოლება იურიდიული და აუდიტის მიმართულებით. კადრებსა და ხარჯებში შემცირების ხარისხი დაახლოებით 10-11%-ია”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები