„წადი და მიჩივლე“ – გორში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მხარის გუბერნატორი დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

გუბერნატორმა იოსებ ოქრომელიძემ გამგეობის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. ამის შემდეგ გუბერნატორისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „qartli.ge” ავრცელებს.
გამგებელმა საყვედური არ მიიღო და ოქრომელიძე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„თუ არ მოგწონთ, გაასაჩივრეთ, გასაჩივრების წესები მითითებულია,“-ასე უპასუხა გამგებელმა გუბერნატორის პრეტენზიებს სამი სოფლის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

წყარო: qartli.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები