გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები ბრალდებულის გარეშე ტარდებოდა. მასზე ოფიციალურ თბილისს ძებნა აქვს გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიმ, გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს მოკლა.
საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები