სასამართლოს გადაწყვეტილებით სასაქონლო ნიშანი ‘’მაესტრო MAESTRO” სტუდია მაესტროს დაუბრუნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს. ,,სტუდია მაესტრო”-ს პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: შპს „ტელეკომპანია მაესტრო“-ს, შპს „სტუდია მაესტრო“-ს, მაკა ასათიანის, მამუკა ღლონტის, ეკატერინე აკობიას, გიორგი ებრალიძის და ლევან ჩიკვაიძის მიმართ. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავის საგანს წარმოადგენდა შპს ,,სტუდია მაესტრო”-ს დირექტორის მიერ პარტნიორთა თანხმობის გარეშე შპს. ,,ტელეკომპანია მაესტრო”-სთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) შპს ,,სტუდია მაესტრო”-სთვის დაბრუნება. წარმოდგენილი სარჩელი, მოპასუხეთა ნაწილმა სცნო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 24 ოქტომბერს შპს ,,სტუდია მაესტრო”-ს დირექტორის მიერ, საზოგადოების წესდებისა და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად შპს ,,ტელეკომპანია მაესტრო”-ს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) უსასყიდლოდ შპს ,,ტელეკომპანია მაესტრო”-ს საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აღდგა სასაქონლო ნიშანზე შპს ,,სტუდია მაესტრო”-ს რეგისტრირებული უფლება და ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,სტუდია მაესტრო”-ს პარტნიორთა კრების 2015 წლის 16 ნოემბრის ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები