„ქართულ მიწას უნდა ჰქონდეს ის ფასი, რასაც იმსახურებს“

ისეთ მცირემიწიან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ გვაქვს უფლება მიწა მიზერულ ფასში გავყიდოთ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე თვლის, რომ კანონი მიწის გასხვისების შესახებ გადასახედია. მისივე განცხადებით უნდა დაწესდეს გარკვეული რეგულაციები.
„ჩვენ ვართ მცირემიწიანი ქვეყანა, ამიტომ მიწა არ უნდა გაიყიდოს ისეთ მიზერულ ფასში, როგორც იყიდებოდა, ჯობია ამ შემთხვევაში მიწა დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში ან ისევ საქართველოს მოქალაქის ხელში, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ მიწა ჩალის ფასად გავყიდოთ უცხოელზე და შემდეგ უფრო ძვირად მისგანვე შევიძინოთ, რაც შეეხება იჯარას, თუ იქნება იურიდიული პირი, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას,”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები