დავით ჭიჭინაძე: საკონსტიტუციო კომისია უნდა იყოს ისეთი, რომ 20-30 წლის მანძილზე დაეხმაროს ქვეყანას ამ ვითარებაში

საკონსტიტუციო კომისიაში საკმაოდ დიდი ჯგუფია ჩართული კონსტიტუციონალისტების და საზოგადოების, ეს კონსტიტუცია იქნება სახალხო, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
დეპუტატი თვლის, რომ ახალ კონსტიტუციაში გაწერილი იქნება ის საკითხები, რომლიც მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი.
ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კომისია საკმაოდ წარმომადგენლობითია.
„ამ კომისიაში ჩართულია ყველა ის ცნობილი კომპეტენტური კონსტიტუციონალისტი, ვინც კი გვყავს.
ეს კონსტიტუცია ღიაა საზოგადოებისთვისაც და ბევრი საკითხი იქნება საჯარო სივრცეში გამოტანილი.
კონსტიტუცია უნდა იყოს ისეთი, რომ 20-30 წლის მანძილზე დაეხმაროს ქვეყანას ამ ვითარებაში”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „კვირას’“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები