დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა კახეთში. დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობამდე, 55 წლის მამაკაცის ოჯახში მეგობრები იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე, მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები