ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საწვავის კომპონენტზე ნამდვილად იქნება 20-25 თეთრამდე ზრდა

საწვავის კომპონენტზე ნამდვილად იქნება 20-25 თეთრამდე ზრდა, თუმცა საწვავის კომპონენტი არ აისახება ყველა პროდუქციაზე – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

”საწვავის კომპონენტზე ნამდვილად იქნება 20-25 თეთრამდე ზრდა, თუმცა საწვავის კომპონენტი არ აისახება ყველა პროდუქციაზე. როდესაც დავთვალეთ საწვავს რა წილი უჭირავს თითოეული პროდუქტის ღირებულებაში, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ვნახეთ, რომ მას ძალიან მცირე წილი აქვს“, -განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე  თქმით, მიუხედავად საწვავზე ფასის მატებისა, სხვა სახის პროდუქტზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

 „შემიძლია ვთქვა, რომ ფასების ზრდა პროდუქტებზე მოსალოდნელი არ არის”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კაკაურიძე   აქციზის ზრდის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობა  აქციზს იმ პროდუქციაზე ზრდის, რომელიც რეალურად ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი არ არის.

„უმრავლეს ქვეყნებში არ თვლიან, რომ აქციზის გადასახადი არის ტვირთი, ეს არის მოხმარების გადასახადი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზეა. ჩვენ აქციზს ვზრდით იმ პროდუქციაზე, რომელიც რეალურად ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი არ არის და ამავდროულად გადასახადს ვამცირებთ, იმ ნაწილში, სადაც ეკონომიკურ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი“ – განაცხადა კაკაურიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები