24 დეკემბერი
12:00
ორგანიზაცია Speak Up in Georgia-ს ახალგაზრდების ინიციატივით, ასამდე მოხუცისთვის კამპანია – ,,სიბერეც სიხარულია” გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა გახსნის.
მის.: სამედიცინო უნივერსიტეტის დისერტაციების დარბაზი ვაჟა ფშაველას #33.
საკონტაქტო ტელ.: 555 51 75 74; 591051601
13:00
”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” 2016 წლის შემაჯამებელ და პროექტის – „გახდი სასამართლოს მეგობარი“ შუალედურ ღონისძიებას გამართავს.
მის.: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქუჩა #75, სასტუმრო ”კრუიზი”
საკონტაქტო პირი: ლაშა გიორგაძე 597 79 73 11, შოთა როსტომაშვილი 577 05 61 17
13:00
”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ქარტიის წევრთა საერთო კრებას გამართავს, სადაც ქარტიის მიერ განხორციელებულ აქტივობებს განიხილავენ, აირჩევენ საბჭოს სამ ახალ წევრს, ახალ თავმჯდომარეს. გამოვლინდებიან ”ქარტიის პრიზი 2016”-ის გამარჯვებულები 5 ნომინაციაში.
საკ. ტელ.: 593 421 855
14:00
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”
15:00
სასტუმრო ”ვინოტელში”, ნავთობკომპანია ”გალფის” წარმომადგენლები და განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს სასწავლო სტიპენდიებს გადასცემენ.
მის.: ელენე ახველდიანის აღმართი #4
16:00
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენა – „იდენტურობის ფორმირება“ გაიხსნება.
მის.: სიონის ქუჩა #8; იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
19:30
ოპერის სახელმწიფო თეატრში, ებრაული დღესასწაული ხანუქა აღინიშნება.
ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით, საზეიმო ვითარებაში ხანუქას პირველი სანთელი აინთება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტარები, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური.