პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე პოზიცია არ შეუცვლიათ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათი პოზიცია არ შეცვლილა, შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, სხვა დამატებითი კომენტარი ამ საკითხზე არ გაკეთდება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს დაასახელა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები