პროკურატურა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურას ბრალდებულათან მიმართებაში საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა.
“ჩვენ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები და წარვადგინეთ ისინი, თუმცა სასამართლომ მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას”,-აღნიშნა შოთაძემ.
დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წელს მოხდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ 2016 წლის 29 მარტს განაცხადა.
“საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი, დავით ოთხმეზურის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე”, – ნათქვამი პროკურატურის მიერ 29 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები