ირაკლი შოთაძე: ჟურნალისტის ცემის საქმე პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტის ცემის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დასრულებამდე დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.
„ეს საქმე პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი. როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ფაქტის შესაძლო ჩადენას, ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე. შესაბამისად, ეს საქმე ჩემს პირად კონტროლზეა. გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამ დღეებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც მოგვცემს შესაბამის ბრალის სტანდარტს, ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადა შოთაძემ.
მთავარმა პროკურორმა დაზარალებულ გიორგი გასვიანს განუცხადა, რომ მასთან შეხვედრისა და საქმის მასალების გადაცემისთვის მზად არის.
„მეც ვარ მზად და ვაპირებდი თქვენთან შეხვედრას ამ დღეებში. შეგხვდებით და თქვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს, გექნებათ სრული წვდომა საქმის მასალებთან და სრული ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებზე, თუმცა, ამ ეტაპზე საჯაროდ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ამით, შეიძლება, დაზიანდეს გამოძიების ინტერესები. კონფიდენციალურად მზად ვარ“, – განუცხადა შოთაძემ გასვიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები