გიორგი მღებრიშვილი: ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებით ვითვლით და ვაქვეყნებთ ამ სტატისტიკას

“თქვენ რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მოითხოვოთ წლის სტატისტიკა, ვერავინ გაგცემთ პასუხს, რადგან ჯერ არავის აქვს დათვლილი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურად, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებით ვითვლით და ვაქვეყნებთ ამ სტატისტიკას. თქვენ რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მოითხოვოთ წლის სტატისტიკა, ვერავინ გაგცემთ პასუხს, რადგან ჯერ არავის აქვს დათვლილი. ჩვენ მუდმივად, ასე ვთქვათ, დათვლის რეჟიმში ვიმყოფებით, რადგან, რატომღაც ისეთი ფონი მიეცა ამას, რომ ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა. საზოგადოებრივ დაკვეთას მე ამ ნაწილში ვერ ვგრძნობ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნიკანორ მელია და ოთარ კახიძე საზოგადოება არ არის. ჩემთვის უფრო ფართო მასშტაბებია საზოგადოება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შსს-ს მიმართოს და სტატისტიკის შესახებ საჯარო ინფორმაცია მოითხოვოს.
”შსს „საქსტატს“ აწვდის ინფორმაციას სტატისტიკის შესახებ კვარტალში ერთხელ. შესაბამისად, კვარტალში ერთხელ ამ სტატისტიკას აქვეყნებს „საქსტატი“. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს მოთხოვნით. ეს არის საჯარო ინფორმაცია და არანაირი უფლება არ მაქვს არც მე და არც არავის შსს-ში, რომ სტატისტიკური ინფორმაცია დაფაროს და არ გამოაქვეყნოს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები