სააღმზრდელო დაწესებულებაში, არასრულწლოვანმა ბიჭმა, სავარაუდოდ, თანატოლებზე სექსუალურად იძალადა

ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას.  ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის შესახებ ეცნობა შსს-ს, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად  გამოძიება უკვე დაიწყო.
„სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას. ეჭვის გაჩენისთანავე,სააგენტომ დაიწყო ფაქტის მოკვლევა. რეფერირების პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის შესახებ ეცნობა შსს-ს, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად უკვე დაიწყო გამოძიება.
სააღმზრდელო დაწესებულებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს, რომლებთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლობს შსს-სთან და ელოდება გამოძიების დასრულებას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინისტრო დააყენებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს.
იმის გამო, რომ თემა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია, გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას: ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით, არ მოახდინონ სააღმზრდელო დაწესებულების და შესაბამისად, ბავშვების იდენტიფიცირება. სახელმწიფო უწყებები მზად არია,ნ გამოძიების დასრულების შემდეგ, დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია, როგორც თავად ფაქტის შესახებ, ასევე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც გამოძიების დასკვნის შემდგომ განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები