შს მინისტრი: “კანონიერ ქურდობაზე” შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

“კანონიერ ქურდობაზე” შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ეს მუხლი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება.
“ვთვლი, რომ ეს მუხლი არის ბუნდოვანი და საჭიროებს დაზუსტებას. მე სპეციალური ჯგუფი გავგზავნე იტალიაში, სადაც საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. კანონიერ ქურდობაზე სანქციები არ შემცირდება. გამკაცრებაზეა აქ საუბარი და არა შემსუბუქებაზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები