კახა კალაძე: ქვეყანაში სამომხმარებლო ტარიფების ზრდა არ იგეგმება

თბოელექტროსადგურებზე ტარიფის ზრდა არ ნიშნავს სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდას, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ენერგეტიკის მინისტრი სამომხმარებლო ტარიფების ზრდას დღეის მდგომარეობით გამორიცხავს. მინისტრმა ექსპერტებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და მათ გააკეთეს გუშინ განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან, ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იგეგმება. გუშინ განიხილეს თბოელექტროსადგურების ტარიფები და გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ სამომხმარებლო ტარიფებზე მოსახლეობა გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს, თუ იქნება იმის აუცილებლობა, კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამაზე განცხადებას გააკეთებს. დღეს ამის აუცილებლობა არ დგას, ამიტომ მოვუწოდებ ექსპერტებს და ყველას თავი შეიკავონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებების გაკეთებისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები