დავით თევზაძე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა

“ჩემი პოზიცია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ის არის, რომ არ უნდა მოხდეს ამის წახალისება, მაგრამ ცალსახაა ისიც, რომ ნაკომომხმარებელი უნდა გადიოდეს მკურნალობას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ განაცხადა.
თევზაძე თვლის, რომ სახელმწიფოს მართებს გონივრული პოლიტიკის შემუშავება. მისი აზრით, მარიხუანას მომხმარებელთა გარიდება საზოგადოებისგან, ციხეში ჩაჯდომის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
„ადამიანს უნდა მოვექცეთ ადამიანურად, მე დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ ცალსახად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვემხრობი ლეგალიზაციას, მე არასდროს ვიქნები ლეგალიზაციის მომხრე და ყოველთვის ვიქნები დეკრიმინალიზაციის მომხრე. ეს ადამიანები საჭიროებენ მკურნალობას, მაგრამ ციხე არ გახლავთ ის დაწესებულება, საიდანაც ადამიანები ჯანმრთელები ბრუნდებიან“, – განაცხადა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები