დავით თევზაძე: მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიმართ ამერიკის დამოკიდებულება შეიცვლება
“იმ მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნების სამხედრო სიძლიერის თაობაზე, ამერიკელთა პოზიციით, რუსეთი წარმოადგენს მეორე ძალას”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ განაცხადა.
თევზაძე თვლის, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა რაღაც ეტაპზე დარეგულირდება. დავით თევზაძე მსოფლიოში დიდი ქვეყნების შეიარაღებულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს.
„იმ მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნების სამხედრო სიძლიერის თაობაზე, თვითონ ამერიკელთა შეფასებით, რუსეთი მეორე ძალას წარმოადგენს. სამხედრო თვალსაზრისით, ეს კონფიგურაცია გამორიცხავს სამხედრო დაპირისპირებას, რადგან მათი ბრძოლის შემთხვევაში, ორივე დარჩება სუსტი, ეს კი არც ერთს არ აწყობს, რადგან მომდევნო ადგილებზეა ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები“, – განაცხადა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.