უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

უკრაინაში, ხერსონის ოლქში სამართალდამცველებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ბინების ძარცვა ედებათ. პოლიციამ მათი აყვანა სპეცოპერაციის შედეგად იმ დროს მოახერხა, როცა ეჭვმიტანილები ავტომანქანით მიმალვას აპირებდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ნაძარცვი თანხა და ძვირფასეულობა თან ჰქონდათ. ეჭვმიტანილების ასაკი 25-დან 30 წლამდეა. ისინი ხერსონაში დეკემბრის დასაწყისში ჩავიდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ოთხივე მათგანი იმ დროს დააკავეს, როდესაც მორიგი ძარცვა განახორციელეს და ავტომანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ. პოლიციის ცნობით, აქვთ მტკიცებულებები, რომ ეს დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და ბინებს ძარცვავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები