ირაკლი სესიაშვილი: თავდაცვის სამინისტრო წლების მანძილზე საჭიროებდა ოპტიმიზაციას

სამხედრო პოლიციის თანამშრომლების გაშვებას ნუ შევხედავთ მხოლოდ მგრძნობიარე კუთხით, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. სესიაშვილი თვლის, რომ სამხედრო პოლიციელების რიცხოვნობა აღემატებოდა იმ საჭიროებას, რაც რეალურად არსებობდა.
„ნებისმიერი ადამიანისათვის მტკივნეულია სამსახურის დაკარგვა, სამწუხაროდ თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და საჭიროებს ოპტიმიზაციას. ყველა წინამორბედი მინისტრისთვის ეს პრობლემა ნათელი იყო და სერიოზული სიმწვავით იდგა. როგორმე უნდა ამოვატრიალოთ ეს უკუღმა მდგარი პირამიდა და ჩავჯდეთ „ნატოს“ სტანდარტებში, ეს ბალანსი უნდა დავიცვათ. სამხედრო პოლიციის რიცხოვნობა შესაძლოა, აჭარბებდა ნორმით დადგენილს, ამიტომ საჭირო იყო მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. ადამიანურად თანავუგრძნობ თითოეულ მათგანს, მაგრამ თავდაცვის სამინსიტროს მხრიდან ამ მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები