რჩეულიშვილის ადვოკატები ევროსასამართლოს მიმართავენ

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატები სარჩელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
ადვოკატების გადაწყვეტილება, პროკურატურის მხრიდან, დაცვის მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილება გახდა.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარის ხელთ არსებული ყველა მასალა სტრასბურგში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
”მასალები სრულად გაიგზავნება ამ კვირაში სტრასბურგში, როგორც ზოგადად აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ 23 დეკემბერს გავგზავნით. 24 საათის განმავლობაში განიხილავს სტრასბურგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის იმედი მაინც გვაქვს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ადვოკატის თქმით, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ სასამართლო სუბიექტური იყო.
”მაია რჩეულიშვილი ძალიან დასუსტებულია და ბიოფსიის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. ექიმები ელოდებიან, რომ ცოტა მომჯობინდეს და ამის შემდეგ გაკეთდება ეს ანალიზი. მე ვიგრძენი, რომ სასამართლო იყო სუბიექტური. როგორც კი ჩატარდება დამატებითი გამოკვლევა და გვექნება ახალი გარემოება, ჩვენ აუცილებლად ისევ მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით”, – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები