სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონოსძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი კი, წინა პროცესზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე ითხოვდა.
ადვოკატები გუკა რჩეულიშვილის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მაია რჩეულიშვილის კი, 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები