ახალაიას 12 წლით, “მასტერას“ კი 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ -სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას 12 წლით პატიმრობა შეუფარდა, იგი სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა.
გია დგებუაძეს, იგივე “მასტერას” კი, გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს გამოაცხადა. დათა ახალაია დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობის მუხლით, დგებუაძე კი – განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.
სასამართლო განხილვები ბრალდებულებისა და მისი ადვოკატების შემაჯამებელი სიტყვით გუშინ დასრულდა.
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდებიდან საქართველოში 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები