ადვოკატები სასამართლოს მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ

კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე დღეს სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას წარადგენს.
ადვოკატის მტკიცებით, რჩეულიშვილის გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი საკანში დაბრუნება, მდგომარეობას უფრო გააუარესებს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ მაია რჩეულიშვილი 50 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
„ყველა გამოკვლევა ცალსახად ადასტურებს, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება და იმ პატარა საკანში მოთავსება, რომელიც არც ნიავდება და არანაირი პირობები არ არის, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად უფრო გააუარესებს. თუ სასამართლოც და პროკურატურაც კეთილგონიერი იქნება, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს“, – აცხადებს მარიამ ცუცქირიძე.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს ე.წ. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ექვსი თვის წინ შეუფარდა.
მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ერთი კვირის წინ გაუარესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები