ქუთაისში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სანაგვე ყუთში იყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ადგილზე გამნაღველები მუშაობენ და გამოძიება 236 მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები