თბილისში არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ბიუსტი გაიხსნა

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ეზოში არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის ავტორი არქიტექტორი გურამ ნიკოლაძეა.
ბიუსტის გახსნის დროს გაიმართა ირაკლი ციციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ. სააგენტოს შენობაში მოეწყო ირაკლი ციციშვილის მიერ აკვარელში შესრულებული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და გაიმართა მისდამი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაც. არქიტექტორმა ირაკლი ციციშვილმა აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები